“ტექნიკური ხარვეზი იყო” – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში, იმ დროს, როცა ჩვეულებრივ არქიდიაკონი პატრიარქის ეპისტოლეს კითხულობს, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა.

არქიმანდრიტ გიორგი გურჩიანის მტკიცებით, საშობაო ეპისტოლის გამოქვეყნება ტექნიკური ხარვეზის გამო დაგვიანდა. მისი თქმით, ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, ილია მეორის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.