გარბიან ბიძინასთან ქულების ჩასაწერად, ვინ იცის ერთმანეთს ასწრებენ – ხოშტარია

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის შედეგების შესწორებას და ამ ფაქტზე “ქართული ოცნების” კომენტარებს ეხმაურება. მისი თქმით, რაც არჩევნებიდან 40 დღეში მოხდა და მმართველმა გუნდა წინასწარ დააანონსა, პირველ რიგში, მათ სიბინძურეზე მეტყველებს.

“რა სასაცილოები ხართ ოცნებები. პატარა ტრიუკების ჩახლართვით რომ გგონიათ რამეს შეცვლით. ალბათ სხედხართ, რომელიმე ტვინში რაღაც სქემა მოიხარშება და აჟიტირდებით, აუ რა მაგარი გავარტყით ვსიო. ვხედავ მეინარაძის, კობახიძის, ნაცვლიშვილის სახეებს ამ დროს. თან მერე ალბათ გარბიან ბიძინასთან ქულების ჩასაწერად, ვინ იცის ერთმანეთს ასწრებენ…

Isfed-მა ძალიან ბევრი იშრომა თქვენი სიყალბეების გამოსავლენად, გამოავლინა და ბოლომდე იბრძოდა ყველა ინსტანციაში და საჯაროდ. არჩევნები გაყალბებულია არის მათი ვერსიქტი. კონკრეტულად მოყვანილი ფაქტებით.

აი 40 დღეში არჩევნებიდან რაც მოხდა, წინასწარ თქვენს მიერ დაანონსებული თან, პირველ რიგში თქვენ მორიგ სიბინძურეზე მოქემედებს და კიდევ უფრო შეკრავს ხალხს და ერთიან ოპოიციას, რადგან კიდევ უფრო კარგად ჩანს რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. დაჯექით ორიანი”, – წერს ელენე ხოშტარია.