ტიკარაძე: ფაიზერის ახალი დოზები ზაფხულში იქნება, სიზმარი აღარ არის

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის დოზები ზაფხულში შემოვა.

“რაც შეეხება Pfizer-ს, აქ არის გარკვეული გაუთქმელობის ხელშეკრულება, თუმცა მე შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა, რომ ეს იქნება ზაფხულში”,– განაცხადა ტიკარაძემ პარლამენტში.

მისივე თქმით, ფაიზერის მილიონი დოზა “აღარ არის სიზმარი”.

“გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი იყო სწორად ნამართი ყველა კომპონენტში, ჩვენ მოგვეცა საშუალება დამატებითი მოლაპარაკებები გვეწარმოებინა უკვე მწარმოებელთან. დღესდღეობით ვართ შედეგების მოლოდინში და გაჟღერებული მილიონი დოზა ფაიზერი დღესდღეობით აღარ არის სიზმარი. მიმდინარეობს კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და თარიღების დაზუსტება, როცა ეს ვაქცინა იქნება ქვეყანაში ხელმისაწვდომი”,– აღნიშნა მინისტრმა.