ატლანტის ოკეანეში იწვის გემი, სადაც 1000-ზე მეტი Porsche-ს მარკის ავტომობილია

navio incendiado A??ores_17fev

ატლანტის ოკეანეში იწვის გემი, სადაც 1000-ზე მეტი Porsche-ს მარკის ავტომობილია. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს. გემი აშშ-ს მიმართულებით მიცურავდა რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა ხოლო ეკიპაჟის 25-მდე წევრმა სამაშველო ნავით ხომალდის დატოვება მოახერხა.

ბორტზე ათასობით ავტომობილითა შორის არის 1 100-მდე Porsche-ს, 4 000-მდე Volkswagen-ის  და 200 Bentley-ის მარკის ავტომობილი.

Porsche-მ დაადასტურა რომ  გემზე მათი წარმოებული მანქანებია და  მომხდარზე მანქანის მყიდველებს უკვე აცნობეს.