ტრამპი ამბობს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ

შეერთებული შტატების  ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას მომავალ კვირას დააკავებენ.  სავარაუდოდ მისი დაკავება ე.წ. სტორმი დენიელსის საქმეს ეხება.

დენიელსი ამტკიცებს, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მას 130 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა, რათა მათი სექსუალური კავშირი საიდუმლოდ დაეტოვებინა.

ამის შესახებ განცხადება ტრამპმა  სოციალურ ქსელ Truth-ში გაავრცელა.

დენიელსმა დონალდ ტრამპს და მის ადვოკატს მაიკლ კოენს სასამართლოში უჩივლა, რომლებიც საპასუხოდ მას სიცრუეში ადანაშაულებენ.

გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ამტკიცებს, რომ მანჰეტენის რაიონის პროკურორის ოფისიდან “გაჟონილი ინფორმაცია” იმაზე მიუთითებს, რომ “რესპუბლიკური პარტიის“ ყველაზე გამორჩეული კანდიდატი და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მომავალ კვირას სამშაბათს იქნება დაკავებული.

ცნობისთვის, 2018 წელს, პრე­სა­ში გავ­რცელ­და პორ­ნომ­სა­ხი­ო­ბის, სტორ­მი დე­ნი­ელ­სის ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებდა, რომ 2006 წელს დო­ნალდ ტრამ­პთან რო­მა­ნი ჰქონ­და. შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ ტრამ­პის ად­ვო­კატ­მა მა­იკლ კო­ენ­მა დე­ნი­ელსს სი­ჩუ­მის­თვის 130 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.