ტრამპი შესაძლოა ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწროს

აშშ–ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი შესაძლოა ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწროს. ამის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ამის ნაცვლად ის შეიძლება საპრეზიდენტო თვითმფრინავით ფლორიდაში გაფრინდეს და მის მხარდამჭერ აქციას დაესწროს, აქვე განაცხადოს მისი განზრახვის შესახებ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე. ამგვარად, როგორც მედია წერს მას უნდა “გრანდიოზული ფინალი“ მოაწყოს და ბაიდენის საპრეზიდენტო უფლებამოსილების დაწყებიდან ყურადღება საკუთარ პერსონაზე გადაიტანოს.

თეთრი სახლი ტრამპის გეგმებზე კომენტარს არ აკეთებს. “ანონიმურ წყაროებს, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტრამპის გეგმების შესახებ იციან, სინამდვილეში წარმოდგენაც არ აქვთ ამაზე. როცა პრეზიდენტ ტრამპს მზად ექნება განცხადება 20 იანვრის გეგმების შესახებ, შეგატყობინებთ“– განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯადა დირამ.