ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩოხატაურში მერობის კანდიდატის, დავით შარაშიძის წარდგენისას ჩოხატაურის ტურისტულ შესაძლებლობებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჩოხატაური ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს.

„ჩოხატაური მართლაც გამოირჩევა თავისი სილამაზით, თავისი პოტენციალით, რომელიც ამ მუნიციპალიტეტს გააჩნია.

აქ შეიძლება ბევრი რამ გაკეთდეს და ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრს ვგეგმავთ. ეკოტურიზმი უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი წამყვანი და ზოგადად, ტურისტული ცენტრი უნდა გახდეს ჩოხატაური. ამ ადგილს აქვს ამის უნიკალური შესაძლებლობა,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.