ტყეში მარტო თუ მიდიხართ, არავინ გეტყვით, რომ პირბადით იაროთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადე ყველგან უნდა ვატაროთ.

მისი თქმით, როცა ამ მოწოდებას ამბობს, სოციალურ ქსელში მასზე ქირქილებენ.

“გვენდეთ და დაგვიჯერეთ, რომ პირბადე ყველამ ყველა ადგილზე უნდა ვატაროთ. როცა მე ამას ვამბობ, მერე სოციალურ ქსელში ჩემზე ქირქილია – სოფელში თუ ტყეში პირბადით ვიაროთო? ნუ გავაშარჟებთ ამ მოწოდებას! არავინ არ გეტყვით ტყეში მარტო თუ მიდიხართ, რომ პირბადით იაროთ და ჩემს სოფელში, საიდანაც მე ვარ წარმოშობით, ერთი გლეხი ცხოვრობს, იმას არავინ არ ეტყვის, რომ იაროს პირბადით, მაგრამ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში უნდა ვიაროთ პირბადით,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.