ტყიბულში ავარიას 22 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის ერთი მგზავრი – 22 წლის ახალგაზრდა. მძღოლი და ერთი მგზავრი მძიმე დაზიანებებით ტყიბულის და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს.

დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.