ტყიბულში უფასო სასადილოს ბენეფიციარები ითხოვენ, სასადილომ ყოველდღე იმუშავოს

ტყიბულში უფასო სასადილოს ბენეფიციარები ამბობენ, რომ უქმე დღეებში და კვირა დღეს საკვების გარეშე რჩებიან, რაც მათთვის გაუსაძლისია.

მათივე განცხადებით, სასადილოში ულუფები შემცირდა, კვირა დღეს კი მათ მხოლოდ 1 პურს აძლევენ. ისინი ითხოვენ, რომ სასადილომ ყოველდღე იმუშავოს.

“მე ვიბრძვი არსებობისთვის, თორემ ფუფუნებაზე ზედმეტია საუბარი. ჩვენ გვინდა, სასადილომ ყოველდღე იმუშავოს”,– ამბობს ერთ–ერთი ბენეფიციარი.

სასადილოს წარმომადგენელი მათ საპასუხოდ აცხადებს, რომ ისინი არსებული პროტოკოლით მუშაობენ, რაც შეეხება საკვებს, ის ხარიახიანად მზადდება.

უფასო სასადილოში 110 ბენეფიციარია დარეგისტრირებული.