ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს

მაშველებმა ტყიბულში ჩამოშლილი მიწის მასიდან მეორე მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს. ინფორმაციას “ფორმულა” ავრცელებს.

მიწის მასაში სულ ორი ადამიანი იყო მოყოლილი. ერთი მეშახტე ცოცხალი ამოიყვანეს, ის კონტაქტურია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღეს, ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა.