უარი უნდა ეთქვათ ჩატარებაზე – კობახიძე პრაიდის კვირეულზე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ. მისი თქმით, ამის მიზეზი “სრული კონტექსტია”.

“მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ და მე მგონია, რომ სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ამ ადამიანებს უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით. ეკლესიას ჩემი კოჭის გაგორება არ სჭირდება, იმედია, მე გამომიგორებს ეკლესია კოჭს.

მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება, ეს იქნებოდა ასეთი გადაწყვეტილება. მთელი კონტექსტი ხომ იცით, ძალიან კომპლექსურია ეს კონტექსტი და ამ კონტექსტის გათვალისწინებით, პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებს, წესით, ეს არ უნდა დაეგეგმათ, თუმცა რაც არის ეგ არის”, – თქვა კობახიძე TV პირველის ეთერში.