კვირა, 28 აპრილი , 2024, 12:06

უახლოეს თვეებში პარლამენტი ისეთ ფორმაში იქნება, როგორიც საზოგადოებამ აირჩია – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ პარლამენტში ოპოზიციური პარტიები შევლენ.

“ვფიქრობ, უახლოეს თვეებში პარლამენტი უკვე იქნება ზუსტად ისეთ ფორმაში, როგორიც ის საზოგადოებამ აირჩია. სტატუს-კვო მალე შეიცვლება”, – განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპული საქართველოს წევრმა ლევამ თარხნიშვილმა არ იცის, “რა დაესიზმრა თალაკვაძეს”

“ძალიან რთულია არასერიოზული ადამაინის არასერიოზულ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება, მითუმეტეს, როდესაც ამ არასერიოზულ ადამიანს არავინ არაფერს არ ეკითხება. ნამდვილად ვერ გეტყვით რა დაესიზმრა ბატონ არჩილ თალაკვაძეს. ეტყობა საახალწლო ზეიმი ცოტა ადრე დაიწყო. არაფერი შეცვლილა, საქართველოს ოოპოზიციამ არაერთხელ დაამტკიცა რომ არის ერთიანი და მიზანდასახული მათ შორის ბოიკოტის რეჟიმში”, – ამბობს ლევან თარხნიშვილი.