უგუნური პოლიტიკით ხელისუფლებამ ხალხი გაწირა – გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით ხალხი გაწირა.

„საქართველოში კორონავირუსით შეიძლება დღეში 4 ათასი ადამიანი დაინფიცირდესო, გვაფრთხილებს მთავრობა და გვაჩვევს, რომ ”გაგებით მოვეკიდოთ”. ესაა კატასტროფა. ელემენტარული არითმეტიკაა, თუ რა მოჰყვება ამას.ყოველ მილიონ მოსახლეზე ათასი შემთხვევა არ ყოფილა დედამიწის ზურგზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიდგომით, მაგალითად, იტალიაში უნდა ავადდებოდეს 60 ათასიადამიანი დღეში (მაშინ როცა რვა თვეში სულ 485 ათასი კაცია ინფიცირებულია), ან ამერიკაში 320 ათასი დღეში, რაც წარმოუდგენელია.თავისი უგუნური პოლიტიკით გაწირა ხალხი ხელისუფლებამ“, – წერს რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.