უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწევს ხელისუფლებას – დეკანოიძე ნამახვანჰესზე

ქუთაისის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, ხატია დეკანოიძე ეხმიანება ენკას მიერ ხელშეკრულების გაწყვეტას და ამბობს, რომ ხელისუფლებას უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

“ხელისუფლებამ ვერ შეასრულა მედიატორის როლი, ვერ აიღო ის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა აეღო, ვერ გაესაუბრა ადგილობრივ მცხოვრებლებს და ყველაზე მნიშვნელოვანი – დაკარგა ინვესტიციები, ამ ხელშეკრულების გამო, კორუფციის გამო.

ქუთაისის მოქალაქეების და ყველა იმ ადამიანების ხარჯზე, რომელიც ამ გადასახადებს იხდის ამ უზარმაზარი ჯარიმის გადახდა მოუწევს [ხელისუფლებას] და ცალკე ის პრობლემა საკმაოდ დაარტყამს ინვესტიციებს. ხელისუფლება ვერ იღებს ვალდებულებებს, რომელიც მას აკისრია”,– ამბობს დეკანოიძე.