უზრდელი ხარ, ალიყურს მიიღებ მაგისთვის – ლევან კობერიძე რომან კაკულიას

“შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“,- მიმართა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრ ლევან კობერიძეს.

საპასუხოდ, კობერიძემ კაკულიას უთხრა, რომ უზრდელობისთვის “ალიყურს მიიღებს”.

„ერთი შეკითხვა მაქვს ლევან შენთან, დარწმუნებული ხარ, რომ სიღრმისეულად რასთან გვაქვს საქმე ნამდვილად იცი? შენ რომ ძალიან გვიან გამოიღვიძე ამ გამოღვიძებით ყველანი მოხარული ვართ, როგორც ჩანს, მძინარე მდგომარეობაში შემოგიყვანეს „ქართულ ოცნებაში“. შენი ბულინგის არავის არ ეშინია, მორჩი ბოდიალს და დემაგოგიას,“-მიმართა კაკულიამ კობერიძეს.

„მე კიდევ შენზე მგონია, რომ კიდევ ბევრ რამეში არ ხარ დარწმუნებული და სხვის დაკრულზე ცეკვავ. ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ოთხი წელია რა ხდება ეკონომიკაში ვერც შენ გაგირკვევია და ვერც სხვას და არც პასუხი არ მოგითხოვია არავისთვის. ძალიან პირადულ შეურაცხყოფაზე გადადიხარ და მაგისთვის ალიყურს მიიღებ.. შენ ხარ უზრდელი“,-განაცხადა კობერიძემ.

დღეს კომიტეტის სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს განიხილავენ, რომელიც ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.