უზრუნველყავით სააკაშვილისთვის რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა – დენისოვა ბრეგაძეს

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ეხმიანება ნინო ლომჯარიას კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ის საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა.

“უკრაინის მოქალაქეს, რადას ნაციონალური რეფორმების კომიტეტის ხელძღვანელს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება. ეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმისგან მივიღეთ.

მას პოსტტრამვული სტრესი და დეპრესია აქვს, რომლის მკურნალობას ციხეში შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. ექიმთა კონსილიუმმა დაადასტურა, რომ მკურნალობის მეთოდში ცვლილებები არ არის, რასაც სახალხო დამცველი დაჟინებით მოითხოვდა.

მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გარეშე, ამიტომ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა”,– წერს ლუდმილა დენისოვა Facebook-ზე.

ის უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს.