უთხარით თქვენს უფროსს, შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა – კულება ლავროვს მიმართავს

“უთხარით თქვენს უფროსს, შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა”- ასე მიმართავს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს  სერგეი ლავროვს.

“რუსეთის ბარბაროსული ომის ტაქტიკა მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვით მანიპულირებაა, იმ ტანჯვით, რომელსაც ისინი მათ თავად აყენებენ. ახლა ლავროვი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციის თავიდან აცილებაში ადანაშაულებს. უთხარით თქვენს უფროსს, რომ შეწყვიტოს უკრაინის ქალაქების დაბომბვა. აჩვენეთ მსოფლიოს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებს სერიოზულად ეკიდება”,- წერს დმიტრო კულება.