უკანონო მშენებლობებთან კავშირი მერიის თანამშრომელს აღმოაჩნდა – კალაძე

თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსებასთან კავშირი მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოაჩნდა.

“დევნილის სტატუსის მატარებელი პირების გარდა, თვალჭრელიძის ქუჩის მიმდებარედ აღმოჩენილ უკანონო მშენებლობებთან კავშირი დაუდასტურდა სხვა მოქალაქეებს. ასევე, უნდა აღვნიშნო სამწუხარო ფაქტი, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია – ერთ-ერთი არის მერიის თანამშრომელი.

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არავისთან მიმართებაში არ ვაპირებთ უკან დახევას. ყველა, ვინც ჩადის უკანონობას, ჩვენი მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.”,– თქვა კალაძემ.

დღეს დილით თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, თვალჭრელიძის ქუჩაზე დაანგრია 7 შენობა დაანგრია. უწყება აცხადებს, რომ ისინი უკანონოდ იყო აშენებული.