უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე? – უილიამ კორტნი შეთანხმების ანულირებაზე

“უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე?”-  ასე ეხმაურება, აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას “ქართული ოცნების” მიერ. კორტნი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძირს უთხრის, საქართველო ევროკავშირის ინტეგრირების წინსვლაზე დადებულ პირობას.

“19 ივლისს ბათუმში საქართველომ პირობა დადო, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის წინსვლა ქვეყნის ურყევი ვალდებულება იქნებოდა. უთხრის თუ არა ძირს ამ დაპირებას, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული პოლიტიკური კომპრომისის ვალდებულების მიტოვება? უკან იხევს საქართველო ევროკავშირისკენ მისწრაფებაზე?”,- წერს უილიამ კორტნი.

ცნობისთვის, დღეს “ქართულმა ოცნების” თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.