“დანამდვილებით შემიძლია უკვე გითხრათ, რომ თბილისის ქართულმა ოცნებამ წააგო დიდი სხვაობით. აგებს ბატონი კალაძეც. თბილისის მერობის ნაწილშიც და პარტიულ ნაწილშიც ჯამურად ოპიზიცია მნიშვნელოვნად უგებს, საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული, უმრავლესობით მოდის თბილისში ოპოზიცია და თბილისის მერობის ნაწილშიც ვიმარჯვებთ. ახლა მნიშვნელოვანია, ვინც კი არ მისულხართ არჩევნებზე, მივიდეთ, ყველა ჩვენს მეგობარს, ოჯახის წევრს დავურეკოთ, შევეხმიანოთ და საქმე მივიყვანთ ბოლომდე – გამარჯვებამდე. პასუხს ვაგებ ჩემს თითოეულ სიტყვაზე და გასამხნევებლად უბრალოდ ამ ჩართვას არ ვახორციელებ. მონაცემებზე დაყრდნობით გეუბნებით, თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო, აგებენ რეფერენდუმის ნაწილში დრამატულად და აგებენ თბილისის მერის ნაწილში. ამიტომ წავედით ყველანი არჩევნებზე, ვინც ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ”

განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ.