“უკიდურესად უკმაყოფილო ვარ“– კადიროვი აზოველების გათავისუფლების გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი საკუთარ ტელეგრამ არხზე აცხადებს, რომ “უკიდურესად უკმაყოფილოა“ გუშინ შემდგარი ტყვეთა გაცვლით, რომლის დროსაც ბატალიონ “აზოვის“ მებრძოლები და ლიდერები რუს ტყვეებში გაცვალეს. მისი აზრით, რუსეთის ხელისუფლებამ გაცვლა უკრაინის პირობებით განახორციელა. გარდა ამისა, კადიროვს არ მოსწონს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაიარეს კონსულტაციები “სპეცოპერაციის აქტიურ მონაწილეებთან“.

“მესმის, რომ ზევით, თავდაცვის სამინისტროსა და “ფეესბეში“ უკეთ იციან, მაგრამ ვთვლი, რომ ტერორისტად აღიარებული დამნაშავეების გაცვლა სამხედროებზე არ შეიძლება. გავიგებდი, რომ თანასწორი გაცვლა ყოფილიყო – სამხედრო მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეზე, აგენტი აგენტზე… ერთი აზოველი ტერორისტის გადაცემაც კი მიუღებელი უნდა ყოფილიყო“– წერს კადიროვი.

მისი თქმით, რუსი მებრძოლები, რომლებმაც მარიუპოლი “გაათავისუფლეს“, ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან და ძალიან ეწყინებოდათ ასეთი გაცვლა. კადიროვის თქმით, მათ დასკვნაც გააკეთეს, რომ “ფაშისტები ტყვედ აღარ აიყვანონ.“