“უკნიდან ესროლეს, კისერში მოხვდა” – დაჭრილი ჟურნალისტი გარდაცვლილზე

დაჭრილი ამერიკელი ჟურნალისტი ყვება, რა ვითარებაში ესროლეს მას და მის კოლეგას, New York Times-ის ვიდეოპერატორ ბრენტ რენოს, რომელიც დაიღუპა.

მისი თქმით, უნდოდათ ლტოლვილების გადაადგილების გადაღება, რა დროსაც ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს, ბრეტ რენოს კი ტყვია კისერში მოხვდა.

„ირპენში პირველ ხიდზე გადავდიოდით, გვინდოდა გადაგვეღო, როგორ მიდიოდნენ ლტოლვილები, ხალხმა შემოგვთავაზა სხვა ხიდზე გადასვლა. გადავედით საგუშაგოზე და დაიწყეს სროლა. მძღოლი შემობრუნდა და სროლა განაგრძეს, ჩემს მეგობარ ბრენტ რენოს უკნიდან ესროლეს. მე ვნახე, რომ კისერში მოხვდა. არ ვიცი რა დაემართა, დავშორდით, სასწრაფომ წამიყვანა”,– ამბობს ჟურნალისტი Unian-თან ინტერვიუში.

ცნობისთვის, დღეს ირპენში რუსმა ოკუპანტებმა New York Times-ის 51 წლის ვიდეოპერატორი მოკლეს.