ოკუპანტებმა ირპენში New York Times-ის ჟურნალისტი მოკლეს

კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა New York Times-ის ვიდეოპერატორი მოკლეს. მისი თქმით, დაჭრილია კიდევ ერთი ჟურნალისტი.

“ოკუპანტები ცინიკურად კლავენ საერთაშორისო მედიის ჟურნალისტებსაც კი, რომლებიც ცდილობენ, აჩვენონ სიმართლე უკრაინაში რუსული ჯარების სისასტიკეზე.

დღეს ირპენში მსოფლიოში ცნობილი მედიის, New York Times-ის 51 წლის კორესპონდენტი მოკლეს. დაშავდა კიდევ ერთი ჟურნალისტი. ახლა მსხვერპლის საბრძოლო ზონიდან გაყვანას ცდილობენ.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტის პროფესია რისკს შეიცავს, მაგრამ აშშ-ს მოქალაქე ბრენტ რენომ თავისი სიცოცხლე გადაიხადა აგრესორის მზაკვრობის, სისასტიკისა და დაუნდობლობის გამოვლენის მცდელობისთვის”,– წერს ნებიტოვი Facebook-ზე.