ზელენსკიმ უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომა და სამთავრობო ცვლილებები დააანონსა

spot_imgspot_img

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს მოსალოდნელი გადადგომის შესახებ განაცხადა. შესაბამისი გეგმების თაობაზე ზელენსკიმ კვირას, 12 ივლისს, Telegram-ზე დაწერა.

სახელმწიფოს მეთაურის განცხადებით, უკრაინა პოლიტიკურ სტრატეგიას ცვლის.

„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ცვლილებებისთვის მინისტრთა კაბინეტის განახლებაა საჭირო“, — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მოსალოდნელია ცვლილებები მთავრობასა და სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელობაში

ზელენსკიმ სვირიდენკოს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მკაფიო, სტაბილური და ეფექტიანი მუშაობისთვის, ასევე უკრაინის გუნდში მრავალწლიანი შედეგიანი საქმიანობისთვის. პრეზიდენტმა მას შესთავაზა, უხელმძღვანელოს „ახალ, მნიშვნელოვან მიმართულებას საკვანძო პარტნიორთან ურთიერთობებში“. დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტარებთან ერთად უკრაინის მთავრობაში შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ. ცვლილებები იქნება სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელთა შემადგენლობაშიც“, — განაცხადა მან.

აშშ-სთან ურთიერთობები და Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიები

მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკის თითოეულ პრიორიტეტულ მიმართულებაზე პასუხისმგებელი იქნება დიდი გამოცდილების მქონე კონკრეტული პირი, რომელსაც შეეძლება რეალურად განახორციელოს ის, „რაზეც ლიდერების დონეზე ვთანხმდებით და რასაც უკრაინელი ხალხი ელოდება“.

მისი თქმით, ასეთ მიმართულებებს შორის უმნიშვნელოვანესია ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, მათ შორის შეთანხმებები Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე, ასევე უსაფრთხოების სფეროში სხვა ორმხრივი თანამშრომლობა.

უკრაინის ლიდერის განმარტებით, ამ თანამშრომლობამ „უკრაინისა და ამერიკის სახელმწიფოებისა და კომპანიების კონკრეტულ მიღწევებში უნდა ჰპოვოს ასახვა“.

„ანტიბალისტიკური კოალიცია“ ევროპაში

ზელენსკის განცხადებით, სხვა პრიორიტეტებს შორისაა ევროპული „ანტიბალისტიკური პროექტი“, რომელიც „ამ ათწლეულში ევროპის გაძლიერების ერთ-ერთ უდიდეს ნაბიჯად შეიძლება იქცეს“.

მან ასევე დაასახელა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მკაფიო წინსვლა და ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავება.

პოლონეთსა და უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება

ცალკე მიმართულებად ზელენსკიმ უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა დაასახელა, რომლებთან ურთიერთობებიც, მისი თქმით, ახალ საფუძველს საჭიროებს.

პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოყო პოლონეთი და უნგრეთი.

თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან

კიდევ ერთი მიმართულებაა ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონი, რომელიც ზელენსკის შეფასებით, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში გლობალური თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიმართულებას წარმოადგენს.

დარჩენილ პრიორიტეტებს შორის პრეზიდენტმა დაასახელა ჩინეთი და საკვანძო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც გლობალურ გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენენ და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დასრულებას უფრო მეტად შეიძლება შეუწყონ ხელი.

შიდა ამოცანები

ზელენსკის თქმით, ახალი გამოწვევები და ამოცანები არსებობს ქვეყნის შიდა პოლიტიკაშიც.

„მნიშვნელოვან გაძლიერებას საჭიროებს მთელი სამუშაო უკრაინის ფრონტისპირა და სასაზღვრო რეგიონებში, რომლებიც ყოველდღიურად რუსეთის დარტყმების სამიზნე ხდება. იმედი მაქვს, გაიზრდება ჩვენი არმიისთვის საჭირო იარაღისა და ყველა ტიპის დრონის მიწოდება“, — დაწერა მან.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიდევ ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი მიმართულებაა ზამთრისთვის მზადება.

მისი აზრით, უნდა დაჩქარდეს იმ სახელმწიფო კომპანიების ტრანსფორმაცია, რომლებზეც მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული უკრაინის მდგრადობა. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს კიევის შეთანხმებები პარტნიორებთან ქვეყნის აღდგენის სფეროშიც.

უკრაინის პრეზიდენტმა შეაჯამა, რომ საკადრო ცვლილებებმა განახლებული პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელება უნდა უზრუნველყოს.

spot_imgspot_img

პოპულარული

ჯო უილსონი: ქართული ოცნება ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას

„ქართული ოცნება” ხელს უწყობს ირანული ტერორისტული ქსელების უკანონო გაფართოებას,...

აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ გრემის კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა პარასკევს, 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ...

დავა შენგენის გამო: მადრიდმა და რომმა ერთმანეთს ულტიმატუმები წაუყენეს

ესპანეთი იტალიიდან ჩასული მოგზაურებისთვის შეზღუდვების დაწესებით დაიმუქრა, თუ რომი...

რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა – მიმდინარეობს მოკვლევა – GWP

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების...

გერმანიაში უკრაინის მოქალაქე დივერსიის მომზადების ეჭვით დააკავეს

უკრაინის 33 წლის მოქალაქე გერმანიის ფედერალურ მიწა თიურინგიაში დააკავეს....

რუსეთში Human Rights Foundation „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ამერიკული ფონდის — Human Rights Foundation-ის...

ზელენსკი სერბეთშია. ვიზიტის პირველი საღამო ვუჩიჩთან ერთად ვაშხშამს დაეთმო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ სერბეთში...
spot_img

ყველა ამბავი

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ომის მოწინააღმდეგე პარტია „იაბლოკო“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებიდან მოხსნა

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ “თბილისზე უპრეცედენტო გარე ზეწოლამ შედეგი არ გამოიღო“ და მან რუსეთთან თანამშრომლობაზე უარი არ თქვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მხაილ გალუზინი აცხადებს, რომ რუსეთი და საქართველო ბუნებრივი პარტნორები არიან და თბილისზე "უპრეცედენტო გარე...

რატომ გვიანდება ინფრასტრუქტურული პროექტები წლობით?

 რასთან გვაქვს საქმე, როცა პროექტის შესრულება დათქმულ ვადას ოთხი წლით სცდება? ცუდ დაგეგმვასთან? არაეფექტურ მონიტორინგთან? უხარისხო შესრულებასთან? თუ სამივესთან...

მოლდოვამ მის ტერიტორიაზე დრონის ჩამოვარდნის შემდეგ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ქვეყნის ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია. ამის შესახებ უწყების პრესსამსახურმა ორშაბათს, 10 აგვისტოს, Telegram-ზე განაცხადა. საგარეო საქმეთა...

რატომ იზრდება ირანული კომპანიების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ირანული ინვესტიციების მოცულობა?

8 აგვისტოს აშშ-ის მიერ საქართველოში რეგისტრირებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების შემდეგ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC)საქართველოში რეგისტრირებულ ირანულ კომპანიებზე ინფორმაციას ავრცელებს....

გეგელია კობახიძეზე: ეს არის წინასწარ გაცხადებული საბოტაჟის ქრონიკა. პრემიერი ერის წინააღმდეგ

ირაკლი კობახიძემ მორიგ ჯერზე მისცა ჩვენება საკუთარი სახელმწიფოს და ერის წინააღმდეგ. სწორედ ეს არის ნამდვილი საბოტაჟის ანატომია - ასე...

ირაკლი კირცხალია: “სუხიშვილები”, ნიკოლოზ რაჭველი და პაატა ბურჭულაძე გარე ინტერესებს ემსახურებიან

„ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე დღეა „რუსოფობიისა“ და „რუსოფობების“ თემას ვრცელ მიმოხილვებს უძღვნის. ირაკლი კობახიძის შემდეგ ვრცელ სტატუსს, სოციალურ ქსელში,...

კალაძის განმარტება რუს ბლოგერთან ინტერვიუზე, რომელშიც მან რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა

კახა კალაძე პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ რუს ბლოგერს ინტერვიუ მისცა, რომელშიც რუსი ტურისტები საქართველოში დაპატიჟა და ურჩია, რომელი...

რა ინფორმაციას ავრცელებს შსს 2014 წელს გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე

2014 წელს გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ შსს ინფორმაციას ავრცელებს.„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, 2014 წელს, დუშეთის...

ტრამპის გოლფ-კლუბის თავზე ორი თვითმფრინავი სამხედრო ავიაგამანადგურებლებმა შეაჩერეს და ზონიდან გაყვანეს

ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის გაერთიანებული სარდლობის (NORAD) F-16 ტიპის გამანადგურებლებმა 9 აგვისტოს ორი სამოქალაქო თვითმფრინავი გააჩერეს, რომლებმაც ნიუ-ჯერსის შტატში,...

შსს–მ ჩინეთის 2 მოქალაქე დააკავა, რომლებმაც თვითმფრინავის ბორტზე 2 მგზავრს თანხა მოპარეს

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია:„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის...

კობახიძის განცხადების გამო ცხინვალის რეჟიმი აგრესიაში დამნაშავედ ქართული სახელმწიფოს გამოცხადებას მოითხოვს

ცხინვალის რეჟიმი თვლის, რომ საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, შესაბამისად, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროსრუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი...