უკრაინამ ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცები მიიღო

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ  უკრაინამ მიიღო M109 თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ამერიკული თვითმავალი ჰაუბიცების ეფექტური საცეცხლე მანძილი 21-40 კმ-ია.

  • “მოხარული ვარ გაცნობოთ სიახლე: 155 მმ-იანი საარტილერიო ფლოტი შევსებულია. უკრაინამ უკვე მიიღო M109 თვითმავალი ჰაუბიცების ერთ-ერთი მოდიფიკაცია. ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის აღჭურვილობა და მისი ჩამოსვლა რამდენიმე ქვეყანას შორის თანამშრომლობის შედეგი იყო” – ამბობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

ფრონტის ხაზზე ამჟამად გამოიყენება სამი ტიპის 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემა: ბუქსირებადი ჰაუბიცები M777, FH70 და თვითმავალი ჰაუბიცები CAESAR.

  • “ნატოს სტანდარტის მძიმე შეიარაღებაზე გადასვლის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას უკვე აქვს კონკრეტული განზომილება. პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც უკრაინას აღჭურვილობას აწვდიან, უკვე უპრეცედენტოა”- განაცხადა რეზნიკოვმა.