უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან სუ-25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო

უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისგან სუ – 25 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მიიღო. როგორც ცნობილია, დახმარების ამ ნაწილმა 14 ერთეული თვითმფრინავი მოიცვა,  საბრძოლო ტექნიკა უსაფრთხოების ზომების დაცვის გამო, დაშლილ მდგომარეობაში ჩაიტანეს.

უკრაინული მხარე ქვეყნებს, რომლებმაც უკრაინას თვითმფრინავები გამოუგზავნეს, არ ასახელებს.