უკრაინამ თამაზ და დავით გაიაშვილები, “ჯორჯიან ეარვეისი” და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელთა სიაში შეიყვანა

პარტია “დროა” ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლებამ თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი, კომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” და ვალერი კვარაცხელიას შვილის კომპანია დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განკარგულება გასცა და 20 მაისიდან “ჯორჯიან ეარვეისმა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირი რეისების შესრულება დაიწყო.