უკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის 2/3 რუსეთს ესაზღვრება

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლეონიდ ბარანმა განაცხადა, რომ უკრაინამ კონტროლი აღადგინა საზღვრის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის 2/3 რუსეთს ესაზღვრება. შესაბამისი განცხადება Telegram არხზე ვრცელდება.  ბარანმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაზე რთული  ვითარება დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებშია და იქ მტერი კონტროლის დამყარებას შტურმით ცდილობს.

“სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური კიევის, სუმის და ჩერნიგოვის ოლქებში შევიდა პასუხისმგებლობის ზონებში. კონტროლი განახლდა საზღვრის 1200 კილომეტრიან მონაკვეთზე, რომლის ორი მესამედი რუსეთს ესაზღვრება. თუმცა, საფრთხე კვლავ რჩება, ამიტომ საზღვრის დაცვის კლასიკური ზომები საკმარისი არ არის. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის საფუძვლიანი შემოწმება და დამატებითი პუნქტების მოწყობა“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლეონიდ ბარანმა.