უკრაინამ კუნძულ ზმეინიზე ყველა რუსი სამხედრო გაანადგურა–უკრაინული მედია

კუნძულ ზმეინიზე უკრაინული შეიარაღებული ძალების შეტევის შედეგად იქ მყოფი ყველა რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია. მანამდე კუნძული 8 რუსმა სამხედრომ დატოვა. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინელი ჟურნალისტი რომან ციმბალიუკი წერს.

მისი თქმით, შეტევის მომენტისთვის კუნძულზე შავი ზღვის ფლოტის  1229 სადაზვერვო ცენტრის ქვედანაყოფების სამხედროები და კავშირის ცენტრ 744–ის სამხედროები იმყოფებოდნენ. ამჟამად რუსეთის სამხედრო მეთაურობა მათ ყველას უგზოუკვლოდ დაკარგულად თვლის.

ციმბალიუკი ასევე ამბობს, რომ რუსეთის მეთაურობამ იცოდა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეიძლება შეტევა მიეტანათ კუნძულზე, თუმცა არაფერი იღონეს გარდა იმისა, რომ იქიდან ჯარისკაცების პატარა ჯგუფი გაიყვანეს.

“მანამდე კუნძული 8 რუსმა სამხედრომ დატოვა. ისინი კუნძულიდან ყირიმის ტერიტორიაზე წაიყვანეს. ერთ–ერთი “ევაკუირებულის“ თქმით, მეთაურობამ იცოდა, რომ კუნძულზე შეიძლებოდა შეტევა განხორციელებულიყო, თუმცა არაფერი იღონეს“– წერს ჟურნალისტი.

მანამდე სამეთაურო ოპერატიული პუნტი  “Південь” აცხადედა, რომ 30 აპრილს უკრაინული ძალების შეტევის შედეგად კუნძულ ზმეინიზე 3 საზენიტო დანადგარი, საზენიტო–სარაკეტო კომპლექსი “Стрела-10” და რუსული არმიის პირადი შემადგენლობის 42 წევრი განადგურდა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2 მაისს კუნძულ ზმეინისთან უკრაინელებმა 2 რუსული კატერი გაანადგურეს.