უკრაინამ პროვოკაციით დაიწყო, ბელარუსზე იერიშის მისატანად საზღვრებთან 4 პოზიციაზე რაკეტები განათავსა – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი,  ალექსანდრ ლუკაშენკო Associated Press-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ “უკრაინამ პროვოკაციით დაიწო”, მათ ბელარუსიის საზღვრებთან რამდენიმე პოზიციაზე რაკეტები განათავსეს რათა ქვეყანაზე იერიში მიეტანათ. ლუკაშენკომ ასევე დასძინა, რომ რუსებმა აღნიშნული გამოიკვლიეს და ბელარუსებს “დაეხმარნენ” ამ ოთხი პოზიციის დამარცხებაში.

”ჩვენ რუსული ფედერაციის უახლოესი მოკავშირეები ვართ. ჩვენ გვაქვს უმჭიდროესი სამხედრო-პოლიტიკური კავშირი. ამას არავისგან ვმალავთ. ფაქტობრივად, ერთიანი არმია გვყავს და ჩვენ ვატარებდით მასშტაბურ წვრთნებს სამხრეთში, ასევე არ ვმალავდით. რუსეთმა ამ სწავლებების დასრულების შემდეგ სამხედროების ნაწილი საომარ ოპერაციაში რომ გამოიყენა… სხვათაშორის, სწავლებების შემდეგ რუსეთმა ბელარუსიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო. ყველაფერი პროვოკაციით დაიწყო. კიდევ ერთხელ, პროვოკაციით. უკრაინელებმა ჩვენი საზღვრების მახლობლად ოთხ პოზიციაზე Точка-У-ს რაკეტები განათავსეს, ბელარუსზე იერიშის მისატანად. ჩვენს ბედზე, სწავლების შემდეგ იქ სამხედროები კიდევ იყვნენ დარჩენილი. რუსებმა ეს გამოიკვლიეს და დაგვეხმარნენ ამ ოთხი პოზიციის დამარცხებაში. რუსი ჯარისკაცების ნაწილი ბელარუსიდან უკრაინაში მართლაც შევიდა. სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი? მგონია, რომ არა. ბოლო მოვლენები, რომლებიც ვითარდება, რომელთაც ვაკვირდებით, არ გაძლევთ უფლებას, რომ მისაყვედუროთ, რადგან აშშ და დასავლეთი, იმის ნაცვლად, რომ უკრაინაში ომი დაასრულონ, პრიქით, სიტუაციას ამწვავებენ, აწვდიან იარაღს და ა.შ. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი, როგორ ვთქვა… უკრაინაში ძალიან მარტივად იბრძვის. ეს მხოლოდ დასაწყისია და დასაწყისშივე უნდა დასტულდეს. სიტუაციას გამწვავება არ სჭირდება და ჩვენ არ უნდა გვსაყვედურობდეთ, რომ რუსეთის მხარეს ვართ.” – განაცხადა ლუკაშენკომ.