უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

“ჩვენ მოვითხოვთ რუსეთი პასუხისგებაში მიეცეს რუსული აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნებით მანიპულირებისთვის. ჩვენ მოვითხოვთ, სასამართლომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, რაც რუსეთს სამხედრო მოქმედებების ახლავე შეწყვეტას დაავალდებულებს. ჩვენ სასამართლო პროცესების დაწყებას შემდეგი კვირიდან მოველით”,– წერს ზელენსკი ტვიტერზე.