უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 140 მოქალაქე დაიბრუნა

დღეს, 31 დეკემბერს, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა – უკრაინამ 140 ადამიანი დააბრუნა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

“ახალი წლის ღამეს ჩვენ არა მხოლოდ ვიგერიებთ მტრის სარაკეტო თავდასხმებს, არამედ ვაბრუნებთ ჩვენს ხალხს. პატიმართა მორიგი დიდი გაცვლა წარმატებით განხორციელდა,  უკრაინის 140 მოქალაქე  სახლში ბრუნდება” – წერს ერმაკი.