უკრაინამ რუსულ მომმარაგებელ გემებს წარმატებით დაარტყა – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური აცხადებს, რომ ბრძოლა გრძელდება კუნძულ ზმეინზე, სადაც რუსეთი ცდილობს, გააძლიეროს იქ მდებარე გამოაშკარავებული გარნიზონი.

მათი ცნობით, უკრაინამ წარმატებით დაარტყა რუსეთის საჰაერო თავდაცვას და მომმარაგებელ გემებს Bayraktar-ებით.

“რუსეთის მომმარაგებელ გემებს აქვთ მინიმალური დაცვა შავი ზღვის დასავლეთით ყირიმში საზღვაო ძალების უკან დახევისა და MOSKVA-ს დაკარგვის შემდეგ”,– ვკითხულობთ სადაზვერვო ინფორმაციაში.

ბრიტანეთის შეფასებით, რუსეთის ამჟამინდელი მცდელობები, გაზარდოს ძალები კუნძულ ზმეინზე, უკრაინას უფრო მეტ შესაძლებლობებს სთავაზობს რუსული ჯარებისა და ტექნიკის შესამცირებლად.

“თუ რუსეთი გააძლიერებს თავის პოზიციას კუნძულზე სტრატეგიული საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო თავდაცვის ფრთოსანი რაკეტებით, მათ შეუძლიათ დომინირება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთზე”,– აღნიშნავს დაზვერვა.