უკრაინამ ტყვედ აიყვანა კიდევ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარის განცხადებით, ტყვედ აიყვანეს კიდევ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი.

მათი ცნობით, მძიმე ბრძოლები იმართება ლუგანსკში, სადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ სცადეს მდინარის გადალახვა უკრაინის თავდაცვის ხაზში.

“ბრძოლის დროს მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით და უკან დაიხია”,- აცხადებს უწყება.

უკრაინულმა ძალებმა რამდენიმე საათის წინ იამპოლის პოლკის ორი რუსი სამხედრო შეიპყრეს.