“ჩვენ უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში შუბის წვერზე არ უნდა ვიყოთ – რა გვინდა, რუსეთის აგრესიის ნაწილი საქართველოსკენ მოვმართოთ?! არავისი გვეშინია, მაგრამ გვეშინია იმის, რომ ისეთი ფატალური შეცდომები, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არ გავიმეოროთ.

[…] თუ იმას გვეუბნებით, რომ საკითხი ურაპატრიოტიზმის დონეზე რატომ არ გვყავს აყვანილი, ჩვენ ურაპატრიოტიზმის დონეზე არ ავიყვანთ, მაგრამ ყველა სამუშაო ფორმატში ვაკეთებთ იმას, რომ საქართველო არც აგრესიის მსხვერპლი გახდეს და ყველა პროცესიდან, რაც დღეს მიმდინარეობს, თუ რაიმე ბენეფიტი იქნება, ამ ბენეფიტის მიმღები იყოს. თუ გგონიათ, რომ ის ურაპატრიოტიზმი, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წლის ომის წინ გამოიჩინა, იყო პატრიოტიზმი და აქტიურობა, ეს საქართველოს ინტერესების დაღუპვა იყო და ამას საქართველო აღარ გაიმეორებს“

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.