უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს – რუსეთი

“უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლის გარეშე უნდა გაიმართოს” – ამის შესახებ TASS-თან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე განყოფილების დირექტორმა ალექსეი პოლისჩუკმა განაცხადა.

“თუ და როცა ეს კონტაქტები განახლდება, ისინიც, დიდი ალბათობით, პირდაპირი იქნება. და ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, რადგან, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დასავლელი შუამავლები ხშირად მისდევენ საკუთარ მიზნებს და ცდილობენ გავლენა მოახდინონ მოლაპარაკებების მსვლელობაზე, მოქმედებენ არა კონფლიქტის დარეგულირებისთვის, არამედ საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.”- განაცხადა პოლისჩუკმა.

პოლისჩუკმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასულ წელს უკრაინულ მხარესთან პირდაპირი მოლაპარაკებები იმართებოდა.

“აქამდე უკრაინელებთან მხოლოდ უშუალოდ გვქონდა კომუნიკაცია იმ პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც მოწოდებული გვქონდა, რასაც ძალიან ვაფასებთ. გასული წლის თებერვალ-აპრილში რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი გაიმართა ბელორუსიაში, ერთი კი თურქეთში. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები ხდებოდა ვიდეო ბმულით, ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან.” – ამბობს პოლისჩუკი.