“ეს არ არის ადვილი დღე. მაგრამ ეს დღე, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის დაცვას ემსახურება. მადლობა უკრაინელი სამხედროების – უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, ასევე მოლაპარაკებების ჯგუფს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს და გაეროს. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გადავარჩინოთ ჩვენი შვილების სიცოცხლე.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინას ცოცხლად სჭირდება უკრაინელი გმირები. ეს არის ჩვენი პრინციპი. ვფიქრობ, ყველა ადეკვატური ადამიანი გაიგებს ამ სიტყვებს”

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზოვსტალის ქარხნიდან 264 სამხედროს ევაკუაციაზე.