უკრაინაში გარდაცვლილ 2 ქართველ ჯარისკაცს პოლონეთიდან გადმოასვენებენ

უკრაინაში გარდაცვლილ 2 ჯარისკაცს პოლონეთიდან გადმოასვენებენ – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა რუსთავი2- ის ეთერში განაცხადა.

“ტექნიკური მხარე ფაქტობრივად ყველაფერი დალაგებული და გარკვეულია. მოხდება ვარშავაში ცხედრების გადასვენება, სადაც უკვე პოლონეთში ჩვენი საელჩო ჩაერთვება და საქართველოში გადაიყვანენ სავარაუდოდ თვითმფრინავით”. – ამბობს გიორგი ზაქარაშვილი.

18 მარტს უკრაინის ქალაქ ირპენში ორი ქართველი ჯარისკაცი, გია ბერიაშვილი და დათო რატიანი დაიღუპნენ.