უკრაინაში გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინაში, გიორგი ანწუხელიძის წამებაში მონაწილე პოლკოვნიკი სერგეი სუხარევი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას, Украинская правда ავრცელებს. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ, მოსკოვის სახელმწიფო ტელევიზიებიც.

სწორდ პოლკოვნიკ სერგეი სუხარევზე, მეთაურობით მონაწილეობდა 331-ე გვარდიის საჰაერო-სადესანტო პოლკი როგორც ჩეჩნეთის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

მომხდარ ფაქტს, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე გამოეხმაურა :  “მოახლოვდა დრო აღსრულდეს სამართალი და პუტინის რუსეთმა პასუხი აგოს ყველაფრისთვის რაც ჩაუდენიათ და რამდენი ცრემლიც დაუღვრიათ დედამიწაზე თავიანთი სისასტიკით,” – განაცხადა  მაკა ჩიკვილაძემ.

ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

2009 წლის იანვარში ვიდეოები გავრცელდა, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.