უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

ფოტო ; მთავარი

უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მის დასახვედრად სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და საზოგადოება შეიკრიბნენ.

ჯამბულათ ხოფერიას გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში გადაასვენებენ.

25 წლის ქართველი მებრძოლი უკრაინაში 1 დეკემბერს დაიღუპა.