უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისში 24 მარტს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისში 24 მარტს ჩამოასვენებენ – დავით რატიანისა და გია ბერიაშვილის ცხედრებს, რამდენიმედღიანი პროცედურების შემდეგ, პოლონეთში რამდენიმე საათში გადაასვენებენ.

ჯერჯერობით უცნობია როდის გადმოასვენებენ სამშობლოში, უკრაინაში მესამე დაღუპულ ქართველ მერბძოლს, ბახვა ჩიქობავას, რომელიც მარიუპოლში იბრძოდა.

ქართველი მებრძოლებისთვის პატივის მიგების მიზნით აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბებიან.