ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 09:59

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა.  ინფორმაციას კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია დაღუპვის მიზეზი და ადგილი.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეომრების თქმით,  ზურაბ ოდიშვილი არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა და შესაძლოა, გარდაცვალებაც სწორედ ამან გამოიწვია.

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.