ორშაბათი, 6 მაისი , 2024, 17:53

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, 23 წლის დანიელ გერლიანი დაიღუპა. რა ვითარებაში გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, ამ დროისთვის უცნობია.

ის წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა. გერლიანების ოჯახი აფხაზეთიდანაა დევნილი. გარდაცვლილი სამხედროს მამა ახლაც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის.

დანიელ გერლიანს დღეს კიევში დაკრძალავენ.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.