უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა – ბრიტანეთის დაზვერვა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა – აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ყველაზე მწვავე ბრძოლები სამ სექტორში მიმდინარეობს.

ჩრდილო-აღმოსავლეთით, კრემინასთან ახლოს, უკრაინამ შესაძლოა მცირე წარმატებებს მიაღწია და წარმატებით დაიცვა თავი რუსული კონტრშეტევისგან.

“საერთო ჯამში, საბრძოლო მოქმედებები ჩიხში შევიდა. თუმცა ბახმუტის რაიონში რუსული ჯარების ლოკალური წინსვლის რეალური შანსი არსებობს”, – აღნიშნულია ყოველდღიურ ანგარიშშში.

სამხრეთით კი, ზაპოროჟიეს ოლქში, მხარეებს მნიშვნელოვანი ძალები აქვთ მობილიზებული, რომლებიც აწარმოებენ საარტილერიო შეტაკებებს და მონაწილეობენ მცირე შეტაკებებში, თავს არიდებენ ფართომასშტაბიან შეტევით მოქმედებებს.