უკრაინაში 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

უკრაინაში, 9 ქართველი მებრძოლი დაიჭრა  – ამიშ შესახებ  ინფორმაციას ერთ-ერთი მებრძოლი, ლადო გამსახურდია Facebook-ზე ავრცელებს. მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა  დამაკმაყოფილებელია. ლადო გამსახურდია ასევე აღნიშნავს, რომ შეტაკებების შედეგად, ქართველები დანაკლისის გარეშე გამოვიდნენ ხოლო მტერს “სოლიდური დანაკარგი” აქვს.

ქართველი მებრძოლის, ლადო გამსახურდიას თქმით, მას ანასხლეტი მოხვდა და მსუბუქი კანტუზია განუვითარდა.

”მოკლედ რახან ჭორის დონეზე გავარდა ხმა გეტყვით: შეტაკებაზე დავიჭერით ცხრა ქართველი, ყველანი ვართ კარგად და ვდგევართ ფეხზე მყარად. მე პირადად მომხვდა “ასკოლკა” თეძოზე და დამიდგინდა მსუბუქი “კანტუზია” როგორც ხედავთ ვარ კარგად. შეტაკება იყო ძლიერი. ჩვენი გამოვედით დანაკლისის გარეშე. მოწინააღმდეგეს აქვს სოლიდური დანაკარგი. მადლობა ჩვენ ქართველ მეთაურს და ჩემ მებრძოლ ძმებს. მადლობა ექიმებს. ერთობით გავიმარჯვებთ. როგორც მეთაურმა თქვა: “ჩვენი ქართველი დაღუპული მებრძოლების სისხლი ავიღეთ”- წერს ქართველი მებრძოლი.