უკრაინა ააქტიურებს შეტევას ბახმუტის რაიონში – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დღევანდელი არა პრიგოჟინის აჯანყებას, არამედ ბახმუტში არსებულ ვითარებას მიეძღვნა, რომელიც უკრაინის კონტრშეტევის ერთ-ერთი მიმართულებაა.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები დონეცკის ოლქში ბახმუტის რაიონში და ოპერაციის დროს უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პროგრესს ქალაქის როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ფლანგებზე.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნაკლებად სავარაუდოა რუსეთს შეეძლოს რაიმე მნიშვნელოვანი ოპერატიული რეზერვის შენარჩუნება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგიონის გასაძლიერებლად და იმ საფრთხეებზე რეაგირებისთვის, რომლებსაც ახლა აწყდება ფრონტის ერთმანეთისგან დაშორებულ სექტორებში.