უკრაინა აცხადებს, რომ რუსებმა უკრაინის საზღვართან 800-მდე სამხედრო თვითმფრინავი და ვერტმფრენი განათავსეს

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის, იურ იგნატის თქმით, რუსულმა ძალებმა უკრაინის საზღვართან 800-მდე საფრენი ტექიკა სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები განათავსეს.

“უკრაინის გარშემო დაახლოებით 800 თვითმფრინავია კონცენტირებული, რომელიც 40 სამხედრო აეროდრომზე ნაწილდება. მათ შორის ბელარუსის, რუსეთისა და დროებით ოკუპირებული ყირიმის აეროდრომებზე”. – განაცხადა იგნატმა.

უკრაინის ცნობით, თვითმფრინავების სავარაუდო რაოდენობა 430-ია, ვერტმფრენების კი 340. უკრაინელი მებრძოლები მუდმივად აკონტროლებენ ბელარუსისა და რუსეთის საჰაერო სივრცეებს, ასევე დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ და აზოვის ზღვებს.