“მთელი ტრაგედია ის არის, რომ ძმები ერთმანეთს ეომებიან. მესამე ძალებმა წააქეზეს ისინი. სხვათა შორის, არის დიდი წინასწარმეტყველებები, ძალიან დიდი მამების მიერ საუკუნეების წინ, რომ ეს მოხდებოდა ასე და შემდეგ გაერთიანდება, შედგება ერთი დიდი წმინდა რუსეთი, სამწმინდას ეძახიან. ეს არის უკრაინა, ბელარუსი და დღევანდელი რუსეთი. ეს გაერთიანდება და ერთი მეფე ეყოლება. საქართველოში აღდგება მერე მეფობა. იქ იქნება რომანოვი მეფე და აქ ბაგრატიონი აღდგება, ძალიან მეგობრულად იქნებიან ერთმანეთთან. ამას მამა გაბრიელი ძალიან პირდაპირ წინასწარმეტყველებდა, ძალიან დიდი რუსი წმინდანებიც. ვილოცოთ, რომ ასე მოხდეს!

ვის უნდა ახლა ომი?! ვის უნდა ომი? ადამიანს, რომელსაც ომი უნდა და უნდა, რომ მართლმადიდებლები ერთმანეთს ხოცავდნენ, ეს უნდა მარტო ბოროტ ძალას. ამიტომ ვილოცოთ, რომ შერიგდნენ ისინი და მშვიდობა იყოს. რაც შეეხება ქართველებს, ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საკითხში. არ უნდა დავიჭიროთ რომელიმეს მხარე, ეს არის ჩემი პირადი აზრი. იმიტომ, რომ ისინი ძმები არიან და ახლა ერთმანეთს ეჩხუბებიან”

ამბობს მეუფე სპირიდონი ქადაგებისას.