უკრაინა დანიისგან Harpoon-ის სარაკეტო სისტემას მიიღებს

უკრაინა დანიისგან, Harpoon-ის სარაკეტო სისტემას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლეკსი რეზნიკოვი სოციალურ ქსელში წერს.მინისტრის განცხადებით, ომის მიმდინარეობისას ეს შესაძლოა „გარდამტეხი მომენტი“ აღმოჩნდეს.

“სხვა ინფორმაციასთან ერთად, მივიღეთ დასტური ჩვენი სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე. კერძოდ, ეს ეხება Harpoon-ის გამშვებებსა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს. ამ სისტემების გადმოცემა შესაძლებელი გახდა ჩვენი რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის ერთობლივი მცდელობით. იყო სხვა სასიამოვნო სიურპრიზებიც, რომლებიც უკრაინის არმიის ძალას გაზრდის”.- დაწერა Facebook-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა.

Harpoon-ი  ამერიკული ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემაა. მისი გამოყენება ნებისმიერ ამინდშია შესაძლებელი, ხოლო რაკეტების გაშვება საზღვაო სამიზნის განადგურების მიზნით შესაძლებელია როგორც გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან  ასევე თვითმფრინავებიდან და  სანაპირო დაცვის ბატარიებიდან